საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება, სადაც მთავარ როლში ლევან ხაბეიშვილს ვიხილავთ, - თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან ლევან ხაბეიშვილის ბოლო განცხადება შეაფასა.

თბილისის მერის თქმით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებები სერიოზულად არ აღიქმება.

„ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია. არჩევნების მიმდინარეობისას ვთქვი, რომ მას ვუჭერდი მხარს, დღესაც ასეა. დაველოდოთ, საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: "თბილისს ჰყავს მკვლელი, ფულზე დახამებული რუსეთუმე მერი, რომლის განცხადებებიც იდენტურია სალავიოვის, სიმონიანის და ზახაროვასი"