ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის შესასვლელთან რამდენიმე მომიტინგე ცდილობს სპეცნაზის პროვოცირებას. არა მგონია ეს კარგი აზრი იყოს. - ამის შესახებ "რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი, პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"მიტინგის ორგანიზატორებმა უნდა მიაქციონ ყურადღება და აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და არ მისცენ არავის საშუალება, რომ შეკრება ძალადობრივ აქტში გადაიზარდოს.
პარლამენტში შევარდნა არაფრის მომცემია. პროტესტი მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნა იყოს გამოხატული. სხვა შემთხვევაში ის განწირულია დასარბევად." - წერს კახა გოგოლაშვილი.