მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ დაზიანება მიიყენოს. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ირმა ზავრადაშვილმა "ქარონიკასთან" განაცხადა.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ რეალურად დაზიანება მიიყენოს. კრიტიკულ ზღვრამდე რომ ჩამოვიდეს, თვითონვე შეწყვეტს ყველაფერს.
დღეს თუ ვინმეს უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად იყოს, დამერწმუნეთ, რომ ერთადერთი „ქართული ოცნება“, მისი გუნდი და ხელისუფლებაა, რადგან თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ნამდვილად არ გვაწყობს ჩვენ რომ მიხეილ სააკაშვილი ან თუნდაც, რომელიმე პატიმარი ცუდად იყოს.
მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოვუწოდებ, ნუ აკეთებენ იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა დაზიანდეს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.