ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია და ციხეშიც არ არის, საავადმყოფოშია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„არავის სჯერა, რომ ეს ხელმოწერები თუ სხვა აქტიურობა ქართული საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესშია. ხალხი აქცენტს გააკეთებს მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და პრაგმატულ პოლიტიკაზე“, - აღნიშნა ზარქუამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები პრეზიდენტის სასახლესთან მიიტანეს.