"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია უმიზნოა.
„დამარცხების შემდეგ, არჩეული არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის შემდეგ მათ უწევთ თავის მართლება ამომრჩევლების ნაწილთან და უცხოელ პატრონებთან.
ეს აქციები კი ემსგავსება უმიზნო აქციას, ანუ აქცია აქციისთვის. ის მიზანი რაც მათ აქვთ იმდენად ილუზიურია, რომ ვერ ხდება ამის გარჩევა, ეს აქცია აქციისთვის კი თავის თავს აუცილებლად ამოწურავს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.