მიხეილ სააკაშვილი სიმულაციურად კვდება უკვე 470 დღეა - ასეთი დაუსრულებელი „სიკვდილის ქრონიკა“ კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ლაპარაკია იმაზე, როგორ გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, დივერსანტი შემოვუშვით, დივერსანტია გამოსახსნელი. არჩეულია ეს გზა - ეს ადამიანი სიმულაციურად კვდება, უკვე 470 დღეა თუ მეტი, გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ამ თემას საერთაშორისო გარკვეულ ლობისტურ დონეზე მუდმივად „ათუხთუხებენ“. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამის არ სჯერა და ეს ჩანს, მაგრამ პროექტს საქართველოს წინააღმდეგ საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი და ამ თემას მუდმივად აცოცხლებენ. რომელ „მაგნიტსკის სიაზე“ და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი, როდესაც გაიგზავნა მისი საქმე და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არაადამიანური მოპყრობა მის წინააღმდეგ არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.