გუშინდელი აქცია რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც ძალიან კარგი იყო, თან ეს ყველაფერი 19 ივლისს.
თსუ-ის მარშზე ,,ლელო - ძლიერი საქართველო" არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე - რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არ/ვერ ვიქნებოდით იმ აქციის ნაწილი, რომლის მთავარ მოთხოვნასაც არ ვეთანხმებით. - ამის შესახებ "ლელოს" გენერალრი მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სხვა აქციებზე, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისთვის და ა.შ. ვიქნებით ყველგან წარმოდგენილი. ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი მარში გავმართეთ და გავაძლიერეთ პროტეტი, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.
ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის მიუხედავად არ ვპასუხობთ ბრალდებებს, ჩვენ ვუფრთხილდებით ახლანდელ და მომავალში საჭირო ერთობასაც, რაც აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად.
მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში. ჩვენ ვიბრძვით ერთი მთავარი მიზნისთვის, საქართველოს რუსული რეჟიმისგან გასათავისუფლებლად!