ჩვენ აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის არ უნდოდა, ჩაგენაცვლეთ ბოლბორდებში, კარგი საქმე გაგიკეთეთო. მე მესმის და აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, მაგრამ მაინტერესებს, რატომ გააკეთეთ ეს? - ასე მიმართა "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცესი მიმდინარეობს.
„ჩემი შეკითხვა ასეთია: ბატონო ირაკლი, თქვენ ბრძანეთ და ბოლო დღეების განმავლობაში ეს რიტორიკა ხშირად მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, რომ ჩვენ აგირჩიეთ პრეზიდინტი, რომელიც არავის უნდოდაო, ჩაგენაცვლეთ ბილბორდებშიო, კარგი საქმე გაგიკეთეთო. მესმის, აბსოლუტურად გეთანხმებით ამ ყველაფერში, მართალს საუბრობთ. მაგრამ რატომ გააკეთეთ ეს. ანუ ეს მაინტერესებს, რას ერჩოდით ქართველ ხალხს. აქ ითქვა კიდეც, ვიღაცამ პროცენტიც დაასახელა, ერთი პროცენტი ჰქონდა მაშინ პრეზიდენტს რეტინგიო. რატომ გააკეთეთ, რატომ ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე ასეთი შეცდომა, რომელსაც ფაქტობრივად ძალით თავს მოახვიეთ პრეზიდენტი, რომელსაც ერთი პროცენტი ჰქონდა, რომელიც თან კონსტიტუციას არღვევს. როგორც დღეს ვხედავთ, ვერ მოხდება პრეზიდნეტის იმპიჩმენტი და ფაქტობრივად, ქართველი ხალხი უნდა შეეგუოს თქვენს მიერ თავსმოხვეულ ერთპროცენტიან პრეზიდენტს, რომელიც თან კონსტიტუციას არღვევს ფიზიკურად და ეს რატომ გააკეთეთ, რა მოტივაცია არსებობდა ისეთი. სავარაუდოდ, როგორც იურისტი მეტყვით, რომ მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე, ასე იყო, რადგან ნაცები მოდიოდნენო და ასე შემდეგო. ჩემი მეორე შეკითხვაც ეგ არის, თუ მაშინ მიზანშეწონილობის პრინციპით მოქმედებდით, დღეს სად წავიდა ეს მიზანშეწონილობის პრინციპი, როდესაც ბატონი ბორელი იყო ჩამოსული, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესში გვეუბნებიან, ახლა არ იყო ამის დროო. შეგნებულად რომ აირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად თქვენივე რიტორიკით თავსმოხვეული გამოდის, ეს თუ იხსნება მიზანშეწონილობით, დღეს რატომ დგება ეს ყველაფერი, რომ სასწრაფოდ ახლა უნდა ყოფილიყო ეს იმპიჩმენტი და მეორე, ეს უფლებამოსილებები პრეზიდენტის, რომელმაც ასეთი კამათი გამოიწვია და ვერ გავარკვიეთ პრეზიდენტის უფლებამისილება რა იყო და რა არ იყო, თავის დროზე თქვენ როგორ გქონდათ წარმოდგენილი, როცა კონსტიტუციას წერდით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.