ვიდრე უკრაინის წარმომადგენლები რამეზე ისაუბრებენ, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ზელენსკიზე განცხადებას შეგნებულად არ გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, წლების განმავლობაში ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავს ათამდე გამოჩენილ კრიმინალს, მათ შორის, არიან წამებასა და მსგავს დანაშაულში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის. უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი არის ძალიან მაღალ თანამდებობებზე უკრაინის ხელისუფლებაში და მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც აღიარეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე უკრაინის წარმომადგენლები რამეზე ისაუბრებენ, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.