სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, ეს არის ჩვენი პოლიტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტები როდესაც ავრცელებდნენ ტყუილებს, მმართველი გუნდის მხრიდან ვრცელდებოდა სათანადო ინფორმაცია, რათა საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტუროს, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა. სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვრცელდებოდა ტყუილები ოპონენტების მხრიდან, ვავრცელებდით სათანადო ინფორმაციას, რომ საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტუროს, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება. ეს არის პრაქტიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.