მინდა, გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხზე, მთავრობას დასჭირდა თვეები, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის არის ფორმალური პრეზიდენტი.
„ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეები დავალებების შესასრულებლად, იმ დავალებების, რომლებიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.