რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი, რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
"რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი და სწორედ, რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის. რაც შეეხება ოპოზიციის ყალბ ნარატივს თავიანთ რეფერენდუმთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, ერთი რომ, თვითონვე დაიწყეს ასე ვთქვათ, ე.წ. პრორუსული მესიჯებით საბარი, სანქიცებს აღარ ემხრობიან, რუს ტურისტებს ხელგაშლილები ელოდებიან. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა, როცა ერთი კრუიზი ჩამოდგა ბათუმში, რუსეთიდან ჩამოსული, რამხელა ისტერიკა მოაწყვეს ამაზე. დღეს ამ ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ ნებისმიერ რუს ტურისტს მიესალმება. ხომ ხედავთ, რა სამარცხვინო ძალებთან გვაქვს რეალურად საქმე ამ პოლიტიკური ძალების სახით. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის და რუსეთია „ქართული ოცნება“ და ევროპაა რადიკალური ოპოზიცია, წარმოიდგინეთ, ვინ უნდათ, რომ წარმოგვიჩინონ ევროპად. ეს არის იგივე მიხეილ სააკაშვილი. სად სააკაშვილი და სად ევროპა. სად კრიალოსანი და სად ვირი. იგივე ეხება გვარამიას, როგორ შეიძლება გვარამიას დაარქვა ევოპა რაიმე ფორმით, როგორ შეიძლება მელია წარმოაჩინო რამენაირად ევროპად, რა კავშირი აქვთ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს ან რომელიმე მათგანს ევროპასთან. ან რა კავშირი აქვს ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ხაზარაძეს ევროპასთან, გახარიას, გუბაზ სანიკიძეს, სალომე სამადაშვილს. ეს ადამიანები არიან ევროპა? ამ ადამიანებს უნდა მიანდოს ხალხმა ევროპული მომავლის შენება? რა თქმა უნდა, ეს სრული ისყალბეა, როგორ შეიძლება ასეთი სიყალბე გაყიდო,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს რეფერენდუმი გადაწყდება მშვიდობის სასარგებლოდ, ვინაიდან ქართველ ხალხს აქვს დაგროვებული სათანადო ცოდნა მთელი ამ წლების განმავლობაში.
„რაც შეეხება რეფერენდუმს ომსა და მშვიდობას შორის, ესაა ფაქტებით დადასტურებული რეფერენდუმი. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, თითქმის 4 წლის განმავლობაში, მიდის გამუდმებული ბრძოლა მშვიდობის დასაცავად ამ ქვეყანაში. სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დახურულ კარს მიღმა რას გვთხოვდნენ, ამას არ ვიტყვი, მაგრამ საჯაროდ რომ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, საჯაროდ რომ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და ა.შ. ეს როგორ შეიძლება აიხსნას სხვანაირად. როგორ შეიძლება სხვანაირად აიხსნას ლომჯარიას და გიგაურის, ჭიაბერაშვილის, უსუფაშვილის და სხვების განცხადებები, ეს ხომ ძალიან ნათელი დილემაა, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დადგება და რა თქმა უნდა, ეს რეფერენდუმი გადაწყდება კიდევ ერთხელ მშვიდობის სასარგებლოდ, ვინაიდან ქართველ ხალხს აქვს დაგროვებული სათანადო ცოდნა მთელი ამ წლების განმავლობაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.