პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს. 

ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დღეს გამართულ მე-9 ყრილობაზე გახდა ცნობილი. 

შეგახსენებთ, 2025 წლის 25 აპრილს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. რის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური გახდა.   

ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ასევე იკავებდა 2021-2024 წლებში.