პროვოკაციები არასდროს არის გამორიცხული, შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც არსებობს თეორიული თუ პრაქტიკული რისკები, სახელმწიფო ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ გააფრთხილოს საზოგადოება.
„ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული განცხადებების გაკეთებაც, როდესაც არსებობს თეორიული თუ პრაქტიკული რისკები, ჩვენ ამის თაობაზე წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ ხოლმე საზოგადოება და ამას ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.