დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ კირ სტარმერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში წერს.
ირაკლი კობახიძე მას წარმატებას უსურვებს და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მზაობას გამოთქვამს.
„წარმატებას ვუსურვებ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის,“- წერს პრემიერი.
Congratulations to @Keir_Starmer on his victory in the General Elections of 🇬🇧! We express our heartfelt wishes for continued success in his new role as Prime Minister and stand ready to collaborate with his government to further enhance the fruitful and valuable 🇬🇪-🇬🇧…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) July 5, 2024