კეზერაშვილის სახეა ხაბეიშვილი, მას ვერანაირი 100 ათასი ფუნტით, ვერც ევროთი და ვერც დოლარით ვერ გარეცხავ, უბრალოდ შეუძლებელია, რაღაცები არ კეთდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახის ქონება მარტო საქართველოში 170 მილიონია.
„ხაბეიშვილი არ კეთდება, ვერ გაკეთდება, რაც არ უნდა 100 ათასი ფუნტი დახარჯონ მასზე. მილიონებს ხარჯავენ ისინი და ბევრად მეტი აქვთ მოპარული. დღეს გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მარტო საქართველოში რაც აქვთ დაგროვილი ქონება, ნაძარცვი ქონება სააკაშვილის ოჯახს, მარტო მისი ღირებულება, რაც ზუსტად ვიცით შეადგენს 170 მილიონს. ახლა „ფარას“ კონტრაქტში ამოვარდა უძრავი ქონება არაერთი, შვიდი ობიექტია თუ არ ვცდები უძრავი ქონება, რომელიც დაფიქსირდა აშშ-ში სააკაშვილის ოჯახის სახელზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.