გენერალურ პროკურორად წარდგენილი კანდიდატი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბატონი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით. იმედი მაქვს, რომ ის მოიპოვებს საქართველოს პარლამენტის ნდობას. მგონია, რომ ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭოზე, საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე წარადგინა.