მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული პრემიერის მგზავრობის, არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ყველაფერი სპეკულაციაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა განმარტა, რომ იმპიჩმენტზე საუბარი "სპეკულაცია და სისულელეა".
„პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. ცდილობენ, გადაეფარონ საკუთარ, ასე ვთქვათ, თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს. მათ ჰყავთ საერთო პატრონი, ეს არის უსუსური მცდელობა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გადაფარონ. რეალურად, მეტი მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა.
ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იყო გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია იქნება საჯარო. არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ღია. ყველაფერი ასახული იქნება დეკლარაციაში როგორც შემოსავლებთან, ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? შეგახსენებთ, სწორედ „ნაციონალები“, ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას „აპრავებდნენ“ საკუთარი ინტერესებისთვის. რა შუაშია იმპიჩმენტი, წაიკითხონ კონსტიტუცია. ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული და ისინი სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას „აპრავებდნენ“ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხვდებით, რამხელა სპეკლუაციასთან გვაქვს საქმე, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. საზოგადოება დეკლარაციას როდესაც გაეცნობა, თითოეული თეთრი, შემოსავალი და გასავალი იქნება ასახული დეკლარაციაში. რა შუაშია იმპიჩმენტი, როდესაც ბიუჯეტის ფული არ იხარჯება. ეს უბრალოდ სამარცხვინო სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს.