საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.