ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის დროს ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ამ საკითხზე სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მილიონი სპეკულაცია იქნება, მაგრამ არ შეიძლება, ამ სპეკულაციებით ხელოვნურად ვაცხოვროთ საზოგადოება. სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. რაც შეეხება აპარატურას, არის კონკრეტული საერთაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული. ჩატარდა აუდიტი, მათ შორის უცხოელების ჩართულობით. ყველაფერი არის აბსოლუტურად გადაკონტროლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.