ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის და მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. როგორც კი გადმოიდგმევა შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება გარდატეხა ამ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.