ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ზეწოლასთან, რომელიც ხორციელდებოდა, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ამოქმედდა ზუსტად ომის დაწყებასთან ერთად. მას ერიცხებოდა თანხები შვეიცარიული ბანკებიდან. მას შეუჩერდა ტრანზაქციები ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე. აქ არის აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა გამოსატანი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ზეწოლასთან რომელიც ხორციელდებოდა, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით“, - აღნიშნა კობახიძემ.