ზეწოლა იყო საკმაოდ სერიოზული. ამას ემატებოდა კონკრეტული ზეწოლის ფაქტები, როგორიც იყო ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ ზეწოლის მიზანი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა იყო.
„წარმოიდგინეთ, დღემდე ბელარუსიდანაც კი არ ჰყავს გაწვეული ელჩი უკრაინას და საქართველოდან გაიწვიეს ელჩი ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, როცა ემოციური ფონი, ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ქართულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა ერთადერთ რამეს - საქართველოში სურდათ მეორე ფრონტის ხილვა, რასაც ირიბად ამბობდნენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს დაუმძიმებდა ვითარებას, მაგრამ უმძიმესად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ბედზე“, - განაცხადა კობახიძემ.