„ნაცმოძრაობა“ იშლება და ალბათ, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, საბოლოო ჯამში პროცესები 2024 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ ფაქტორი აღარ იყოს ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ უკვე მძიმე დღეშია, მათ შორის, რეიტინგების კუთხითაც.
„თუმცა, აქ ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში დარჩება ფორმალური „ნაცმოძრაობა“ თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც რეალობაში იქნება „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ჯაფარიძე, ხოშტარია. ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამიტომ, მთავარია არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება როგორც პოლიტიკური ძალის, არამედ აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და აქეთ უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევა მიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.