"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ეს ყველაფერი იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია."
როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას.
"რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას გავიტანთ ბოლომდე." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.