„შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუ ვინმე იყო პირველ რიგში პასუხისმგებელი, ეს იყო გომელაური, რომელიც 11 დღის შემდეგ ჩავიდა ადგილზე. ამიტომ, მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისათვის გამოიყენებს ყველა ბერკეტს.“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით . ზედაპირზე არის ის დანაშაულებრივი უმოქმედობა ,რომელშიც ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ერთად იყო ჩართული .ის სრული არაეფექტურობა და არაკომპეტენტურობა სახელმწიფო სტრუქტურების,რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე და თუ ვინმე იყო პირველ რიგში პასუხისმგებელი პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თერთმეტი დღის მანძილზე არ ჩასულა შემთხვევის ადგილას. ეს არის გაუგონარი ნამდვილად მათ შორის არამხოლოდ პოლიტიკურად,არამედ მორალურადაც გაუგონარი და გაუმართლებელი საქციელი და სამართლებრივადაც მათ შორის იმიტომ ,რომ კონკრეტულად ეს პირი იყო პასუხისმგებელი. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და მან აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი აი ამ კითხვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იზამს ,ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს და ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ გომელაურის პასუხები მალე იხილოს საზოგადოებამ.“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი ფავლენიშვილი ვახტანგ გომელაურის დაბარებას პარლამენტში ინტერპელაცის წესით.