„დღეს, ივანიშვილის სანქცირებულმა სასამართლო კლანმა პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ სამშობლოს ტერიტორიაზე შემოვიდა. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა შეუმდგარი სახელმწიფოდან აქცია ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იყო მისაბაძი თავისი განვითარების ტემპებით. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
"არის ადამიანი, რომელზედაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით არის ლიდერი თავისუფლების ბრძოლის დიდი ტალღის, რომელიც აუცილებლად დასრულდება პუტინის და მისი სატელიტების დამარცხებით. მისი ციხეში გამოკეტვის მიზეზი, მისი შეწყალების პრევენციის მიზეზი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა ქართველ ხალხთან ერთად ამ ანტიქართული რეჟიმი წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მე ვპირდები ივანიშვილს და მის ბანდას, მიუხედავად იმისა,რომ თანასწორად და სამართლიანად ვერ აღიქმება გარემო, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი გაუგონარი ბრალდებებით არის ციხეში, მიუხედავად ამისა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს და მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს ოქტომბრის მიწურულს ქართველი ხალხის გამარჯვებას, ანტიქართული რეჟიმის დამარცხებას და დაიწყება აღმშენებლობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა