თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების დღე მიულოცა.
„1 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების დღეა და კომიტეტის სახელით მსურს ეს დღე მივულოცო ჩვენს სახელოვან და ღირსეულ სამხედრო მოსამსახურეებს, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს სამსახურისთვის.
ასევე მინდა მივულოცო, ქართული თავდაცვის აღმშენებლობაში სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარმატებები ვუსურვო მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, გენერალურ შტაბს, განსაკუთრებით ვულოცავ დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების მეთაურებს, ბრიგადის გენერალს, კობა გრიგოლიას და ბრიგადის გენერალს, რომან ძნელაძეს, მთელ თავდაცვის ძალებს. ჩვენ ვამაყობთ ქართული ჯარით და ვდგავართ მათ გვერდით, ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეების გვერდით“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი ბერაიამ.