2024 წლის 17 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორს, დეიმონ ვილსონს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოს, საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ როლს.
მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.