თუ ხვდები, რომ შენი ეკონომიკა ოკუპანტზეა მიბმული, ევროპას უნდა აჩოჩებდე გვერდზე, თუ პირიქით, ამბობდე - მოდით, დამეხმარეთ?! -  ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„თუ შენი ტერიტორიები ოკუპირებულია, თუ ხვდები, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუ ხვდები, რომ შენი ეკონომიკა ოკუპანტზეა მიბმული, ევროპას უნდა აჩოჩებდე გვერდზე, თუ პირიქით, ამბობდე, რომ მოდით, დამეხმარეთ?! პასუხად რომ ეუბნები: „თქვენ თვითონ 5 მილიარდით გაზარდეთ ვაჭრობა რუსეთთან“ - ეს არგუმენტი არ არის, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის იმის თქმა, რომ „თქვენ თქვენს თავს მიხედეთ, ჩვენთვის რა გაქვთ სათქმელი“. არ ვიცი, საიდან მოდის ჩვენი ხელისუფლების ასეთი გამბედაობა.

მარტო ფრენების აღდგენის გამო არ გვთხოვენ პასუხს. ჩვენ შემდეგ განვავითარეთ და ვთქვით, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბუფერულ ზონას შევუქმნით, იმისათვის, რომ აქედან ევროპაში გადაფრინდნენ. „აირზენა“რომ ამას ლაპარაკობს, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე ლაპარაკობს?“, - განაცხადა ხვიჩიამ.