საზმაუს კარს რომ აბრახუნებ და „ტვ პირველის“, „მთავარის“, ან „ფორმულას“ სტუმარი, მაყურებელი, ან თანამშრომელი, ან მხარდამჭერი ხარ, უბრალოდ რანაირად? - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა , იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ 4 პარტიის არჩევა ახლა სირცხვილი იყო, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ არჩევა. მე ამაყი ვარ, იმით რომ ჩემი ამომრჩეველი არ ნანობს, რომ ხმა მომცა, აღიარებს, რომ ხმა მომცა და ასეთი 62 ათასი კაცი მყავს, მაგრამ ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას და პოლიტიკოსებს არ იკარებს, სინამდვილეში მაგ ხალხის არჩეულია ის პოლიტიკოსები. ისეთი საგიჟე მოაწყვეს ადამიანებმა, მათ შორის საკუთარი არჩევანითაც რომ „ქართულ ოცნებას“ ამდენი სიგიჟე ეპატიება, ანუ არავინ არ სჯის ამათ ამის გამო, იმიტომ რომ პოლიტიკოსები, თითქოს რამე საამაყო იყოს, იმალებიან. წარმოიდგინეთ, მე რომ მეორე ადგილზე ვიყო, რატომ უნდა დავმალულიყავი, რა დამმალავდა? შეიძლება ციხეში მჯდარიყავი, კი ბატონო... იდიოტები არიან. რატომ არიან იდიოტები გეტყვით, სამყაროში წააგო ამათმა ნაქებმა ვოუქიზმმა და სოციალიზმმა. ტრამპი სხვა სამყაროდან მოდის, ტრამპის იმედი აქვთ და პირველი,  რაც გააკეთა ტრამპმა რომ მოვიდა,  „ფეისბუქი“ გაიხსნა განსხვავებული აზრისთვის და რასაც ჯერ კიდევ ინერციით აკონტროლებენ იმ საინფორმაციო საშუალებებს ხელს ხომ არ უშვებენ და თუ სადმე ცენზურაა დაწესებული, მართლა საზმაუს კარს რომ აბრახუნებს და „ტვ პირველის“, „მთავარის“, ან „ფორმულას“ სტუმარი, მაყურებელი, ან თანამშრომელი, ან მხარდამჭერი ხარ, უბრალოდ რანაირად? შენ მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლია გააკრიტიკო ნებისმიერი სხვა მედიასაშუალება, როცა შენი გახსნილი გაქვს. იდიოტები იმიტომ არიან, რომ სამყარო იცვლება, სამყაროში „ფეისბუქი“ იხსნება და ესენი ახლა იწყებენ კიდევ უარეს დაქენსელებას, იმ პირობებში როდესაც მთავრობაშიც არ არიან და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.