„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ასეთ მესიჯს ეუბნება, მე ცუდი ვარ, კარგი არ ვარ, რაც ვარ ის ვარ, მაგრამ ერთი დადებითი თვისება მაქვს, რომ გიცავთ „ნაცების“ დაბრუნებისგან, რაშიც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ თავისუფლებისა და ფულის უდიდეს ნაწილს ვუხდით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პირობაა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“, ამ მესიჯს ჰყიდის.
„ეს „ქართული ოცნების“ ერთადერთი წარმატებული პროექტია ამ 11 წლის განმავლობაში, რომ „ნაცებისგან“ ეფექტურად გვიცავენ. შესაბამისად, რომ თქვა ამაში არაფერია სიმართლის მარცვალი და ხალხს უბრალოდ ეჩვენება „ნაცების“ საფრთხის შესახებ და არაფერი საფრთხე აქ არ არის და არც არასდროს არ ყოფილა, ეს მცდარია. ამაში „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის როლის უგულებელყოფა, უარყოფა და დაგმობა არასერიოზულია. ისევე როგორც არ დანახვა იმის, ამაში თუ რა ძვირს ვიხდით“, – განაცხადა ხვიჩიამ.