სისტემას შეუძლია მაქსიმუმ 1000 ადამიანის დაპატიმრება ერთდროულად, მერე უკვე (შეილება მანამდეც) ლოჯისტიკური პრობლემები იწყება.
სწორედ ამიტომ სისტემა არჩევს აქტიურებს, იჭერს და კარგად სცემს მათ, რათა შემდგომი აქტიურობა ნაკლებად მოინდომონ. - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
"სისტემა სწრაფად იჭერს ბევრ ადამიანს, სცემს, აშინებს და უშვებს, რათა ახალი ადგილი გაათავისუფლოს.
ამ სისტემაში ჩართულია, სპეცრაზმი, სუსი, პოლიცია, სასამართლო და ზოგჯერ პროკურატურა.
თუ სისტემის ეს კონვეირი შეუფერხებლად მუშაობს მას ვერ დაამარცხებ, ჩათვალეთ ხორცსაკეპი მანქანა მუშაობს და ჩეხავს ადამიანებს.
ის უნდა გაჩერდეს.
როგორ უნდა გაჩერდეს? რუსთაველზე უშინაარსოდ შეკრების და დაშლის ნაცვლად, რასაც თან ათეულობით ადამიანის დაჭერა და ცემა მოსდევს ყოველდღიურად, ბევრი ადამიანი უნდა ჩაბარდეს პოლიციას, თავისი ნებით, ეს შეიძლება გაკეთდეს აქციაზეც დემონსტრაციულად და ასევე პოლიციის განყოფილებებში.
პროტესტის მონაწილეები, პოლიტიკური აქტორები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები თავისი ფეხით უნდა მიდიოდნენ პოლიციის განყოფულებაში ან რობოკოპებთან და თავისით ბარდებოდნენ.
ეს უნდა გააკეთოს მასიურად მოპროტესტე საზოგადოებამ და მედიამ ამას დაუჭიროს მხარი.
ადამიანები უნდა შევიდნენ ერთად და ორგანიზწბულად ხელებაწეული პოლიციის განყოფოფილებებში.
უდანაშაულო თავისით ჩაბარებული ადამიანის ცემა უფრო რთულია და ადამიანებს ასეთი ფორმით უფრო გაუმარტივდებათ თავიანთი როლის პოვნა პროტესტში.
თუ ამას იმის ნახევარი ადამიანი მაინც იზამს რაც დღეს საღამოს უმიზნოდ შეიკრიბება აქციაზე, საერთოდ ვერავის ვერ დაიჭერენ.
ჩვენ რატო არ ვაკეთებთ?
აუცილებლად ვიზამდით, მაგრამ ეს არ ხდება სათადარიგო სკამიდან, მოედანზე უნდა იდგე ამისთვის.
თუმცა ვინც მოედანზეა ის ამას უნდა შვებოდეს.
უაზრო და უტრაკო სეირნობის ნაცვლად .- წერს იაგო ხვიჩია "ფეიბუკში"