"შეიძლება მოსთხოვო გაფიცვა შსს, პროკურატურას, შემოსავლების სამსახურს და ა. შ. რაზეც დგას სისტემა, მაგრამ რატომ სთხოვ გაფიცვას ადამიანს, რომელიც ოჯახს არჩენს დღე მუშაობით და ღამე აქციაზე დგას?" - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:

"გაფიცვას მაშინ შეიძლება ჰქონოდა აზრი, როცა სსრკ- ში ყველა სამსახური სახელმწიფო იყო და პროტესტის ასეთი ფორმა, მიემართებოდა მტრის ანუ საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი ჩამოშლის მიზნით.დღეს მოსთხოვო გაფიცვა კერძო სამსახურს, ნიშნავს იმას, რომ მოიჭრა ტოტი, რომელზეც ზიხარ.

შეიძლება მოსთხოვო გაფიცვა შსს, პროკურატურას, შემოსავლების სამსახურს და ა. შ. რაზეც დგას სისტემა, მაგრამ რატომ სთხოვ გაფიცვას ადამიანს, რომელიც ოჯახს არჩენს დღე მუშაობით და ღამე აქციაზე დგას?"