პოლიტიკოსები და იურისტები მამუკა ხაზარაძეს და „ლელოს“ მაგრად წეწავენ, შეიძლება, მათ ბევრი არ დაეტყოთ, დიდი ფული აქვთ, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის და იურისტებისთვის „ლელო“ ძალიან გემრიელი საკბილოა და ამ შემთხვევაშიც იგივესთან შეიძლება, გვქონდეს საქმე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ბატონი პრემიერი იურისტია და უნდა ესმოდეს, რომ დავის განსახილველად საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლა, ავტომატურად ვერ იქნება ქვეყნის ინტერესების წინაადეგ წასვლა. იმის გამო, რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წავიდა ვიღაც და პირობითად, მურუსიძეს არ ენდობა, არ შეიძლება ქვეყნის მოღალატე კაცად შერაცხონ. რაც შეეხება ხაზარაძის მიერ საქმის წარმოებას, მე რასაც ვაკვირდები, პოლიტიკოსები და იურისტები მაგრად წეწავენ ხაზარაძეს და „ლელოს“, შეიძლება, მათ ბევრი არ დაეტყოთ, მოგეხსენებათ, დიდი ფული აქვთ, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის და იურისტებისთვის „ლელო“ ძალიან გემრიელი საკბილოა და ამ შემთხვევაშიც იმავესთან შეიძლება, გვქონდეს საქმე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.