გახარიასგან ყველა ელოდება, ახსნას, რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ პრემიერი, რომელიც სინამდვილეში პრემიერი არ არის. ამის ახსნის გარეშე, ფიზიკურად როგორ ჩავთვალო რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ, ზოგადად, დიდი ხანია ვიბრძვით იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი იყოს გასაგები და ასახავდეს იმას, რაც ხდება რეალურად, რამდენი პოლიტიკური აზრი არსებობს, ვის რა უნდა საერთოდ. ხომ არ შეიძლება ადამიანები განვიხილოთ პოლიტიკოსებად, რომლებსაც არაფერი უნდათ. საერთოდ არ უნდათ ხელისუფლება, მაგალითად, გახარიას ხო ჰქონდა ხელისუფლება, პრემიერ მინისტრი ხომ იყო, ხომ თქვა უარი და მეორეჯერ რა უნდა? ისევ ხომ არ გადადგება მეორეჯერ? ანუ პრემიერმინისტრი იყო კაცი და არ აუხსნია მიზეზი რეალურად რატომ გადადგა, მელიას დაჭერა მინდოდა და ამიტომ გადავდექიო... გახარიას „ნაცს“ არ ვეძახი, მაგრამ მას ასახსნელი აქვს რაღაცები. „ოცნება“ მოღალატეს ეძახის და როგორ შეიძლება „ოცნების“ სიაში ვხედავდე, უბრალოდ, გახარიასგან ყველა ელოდება, ახსნას, რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ პრემიერი, რომელიც სინამდვილეში პრემიერი არ არის. ეს მოვლენაა გახარიასგან ასახსნელი, ამის ახსნის გარეშე, ფიზიკურად როგორ ჩავთვალო რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეა",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.