კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა გახვიდე ქუჩაში, მაგრამ ამავდროულად კიდევ ერთი აქცია, რომელიც განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან თავიდანვე ცხადია, რომ პროტესტის სათავეში კვლავ არასწორი ხალხი აღმოჩნდება. - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

"ამას ახლა ალბათ აღარაფერი არ ეშველება, რადგან ამ არასწორებს  მისცა ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა.
გვინდა რამე შევცვალოთ?


უარი უნდა ვთქვათ მედია და პოლიტიკურ ნაგავზე, გავასუფთაოთ გარემო და მოვითხოვოთ საღი აზრის შემოტანა საჯარო დისკუსიაში, რომელიც ახლა დაბლოკილია “ვიეტნამელი”  პოლიტიკოსებით და ჟურნალისტებით.
მხოლოდ საღი აზრის ხალხის დისკუსიაში გამოჩნდება ის თუ რა იდეას და რა ფორმით აჰყვება ხალხი.
არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ ამ დისკუსიაში ის პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ, ვინც მედია საშუალებებს ფლობენ, მაგრამ არსებული მედია  რეჟიმით, სადაც ხაზარაძე გენიოსია და გვარამია გმირი, არაფერი არ გამოვა, რაც არ უნდა მხარდაჭერა მივიღოთ გარედან.

თუმცა, უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ სანამ კოლექტიური “ინგაგრიგოლიობითაა” დაკავებული საჯარო სივრცე, შანსი არაა რამე გამოვიდეს.

ამაზე დგას ქოცობა 12 წელია და სულ იდგებიან სანამ თავად ხალხი არ იტყვის უარს ამაზე გასაგებად და მკაფიოდ." - წერს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ".