ვანო მერაბიშვილის განცხადება გვანახებს, რომ ვიღაცებს უნდოდათ და ახლაც უნდათ, ამ პროცესში მიშას თემაც შემოიტანონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს თემა მიტინგების დაშლის ყველაზე სწრაფი გზა იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ საკითხად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებს და „მნიშვნელოვანი არაა სად „გაირღვევა” პოლიციის კორდონი, პარლამენტთან თუ კლინიკასთან“.
„ეს აქციები, რაც ამ დღეებში გაიმართა, მიშას მხარდასაჭერად არ იყო. პროვოკაციის რისკს ყველა აქციაში ვხედავ. ვანო მერაბიშვილის განცხადება გვანახებს, რომ ვიღაცებს უნდოდათ და ახლაც უნდათ, ამ პროცესში მიშას თემაც შემოიტანონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს თემა მიტინგების დაშლის ყველაზე სწრაფი გზა იქნება. ლევან ხაბეიშვილმა მართალი თქვა, ყველა პარტია ფეხებზე კიდია ამ ხალხსო“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.