პრობლემა არის ისევ ის, რომ 99 პროცენტს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს და ვინც წაიკითხა, მას კითხვის ნიშნები უკვე აღარ აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის პირველ მუხლში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონი არ აწესებს არანაირ აკრძალვებსა და შეზღუდვებს აიპებთან დაკავშირებით.
„ჩვენ მეორე კანონი დავაინიცირეთ, ერთი ერთში ამერიკული ვარიანტი და ეს სწორედ იმ მიზნით გავაკეთეთ, რომ დაენახა ყველას, პირველ რიგში ქართულ საზოგადოებას, ასევე დანარჩენ ცივილიზებულ საზოგადოებას, რა სხვაობაა და რა მსგავსებაა ჩვენ მიერ პირველ ჯერზე დაინიცირებულ კანონპროექტსა და სუფთა ამერიკულ კანონპროექტს შორის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.