კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა იგრძნეს, რომ ბოლო თვეებს თუ კვირებს ითვლიან და თუ რამე ქონება აქვთ ყველაფერს გაყიდიან იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად აღარ აქვთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„როგორც ჩანს, ახლა იგრძნო კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა, რომ უკვე პრაქტიკულად ბოლო თვეებს თუ კვირებს ითვლის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ოფისებსაც გაყიდიან, თუ რამე ქონება აქვთ ყველაფერს გაყიდიან იმიტომ, რომ პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად აღარ არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საქართველოში. უცხოეთიდან ფინანსდება ყველაფერი ეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ვოიაჟები. ახლა ცოტა ხანში ალბათ არც უცხოელები აღარ დაუფინანსებენ ვოიაჟებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ: 14 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი.