ბატონი შათირიშვილის წერილში გლობალურადაა გაშლილი ის, რაზეც „ხალხის ძალა“ საუბრობდა, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
„ჩვენ - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებიც ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, არსებობენ ძალები (მათ შორის, ამერიკაშიც და საბედნიეროდ, არა ყველა ძალა) რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. მათ უნდათ, საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც მეორე ფრონტს გახსნის. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. არავის სჯერა, რომ მათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებდეთ - მისი გამოყენება უნდათ. ეს ყველაფერი გლობალურად არის გაშლილი ბატონი შათირიშვილის წერილში გაშლილი“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.