ოპოზიციაში შეჯიბრება აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის. აქამდე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იყო დაწინაურებული, ახლა აშკარად გადაუსწრო "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მგონია, ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის. აქამდე ხაბე იყო დაწინაურებული, ახლა აშკარად გადაუსწრო ხაზარაძემ. ამბობს, რომ მოვა ხელისუფლებაში და პირველი რასაც გააკეთებს, იქნება ის, რომ შევა კონფლიქტში რუსეთთან. ეკონომიკურად გაანადგურებს რუსეთის ფედერაციას სანქციებით და ასეთ გაბრწყინებას ჰპირდება საქართველოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, "ლელო" ე.წ. მარშალის გეგმის განახლებას გეგმავს. სადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი, შეეზღუდოთ საქართველოში მუშაობის უფლება, ასევე უნდა აიკრძალოს რუსულ ნომრიანი მანქანების შემოყვანა, გაუქმდეს რუსეთთან პირდაპირი ფრენები და ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ