"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გამიჯნა „ნაცმოძრაობისგან“ ისეთივე დაუჯერებელია, როგორც ახლა ვინმემ თქვას, რომ მზე დასავლეთიდან ამოვიდა და არა აღმოსავლეთიდანო. - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა გურმა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გვარამიას გამიჯვნა „ნაცმოძრაობისგან“ ისეთივე დაუჯერებელია, როგორც ახლა ვინმემ თქვას, რომ მზე დასავლეთიდან ამოვიდა და არა აღმოსავლეთიდანო. გვარამიამ ასეთი რამე შესთავაზა დაახლოებით საზოგადოებას - ჩემს მიერ ჩამოხრჩობა გირჩევნიათ, თუ სააკაშვილის მიერ დახვრეტაო. ყველა შემთხვევაში მოკვდებით, მაგრამ ფორმები გვაქვს სხვადასხვა, ერთი მედლის ორი მხარე ვართო. გვარამია-სააკაშვილი ერთი ტანდემი რომაა და ერთსა და იმავე პლატფორმაზე არიან, ეს იცის მათივე მომხრეებმაც“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, მათ შორის მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც.