ერთადერთი, სადაც შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ ქვეყანა შეიყვანოს, ეს არის ის, სადაც შეიყვანა 2008 წლის ომის შემდეგ და გადასცა სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას, ოპოზიციაში ყოფნის დროს კი საქართველოს გაშავებას ცდილობენ და საჯარო მოხელეებს ემუქრებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს ხალხი ამ ყველაფერს აღარც მალავს, პირდაპირ ამბობენ – აბა, გამოდით საჯარო მოხელეები, რამდენი ხართ ხელისუფლების მომხრეები, ყველას სათითაოდ ბოძზე ჩამოგკიდებთო. ზოგმა ტრიბუნასთან თქვა, ზოგმა – თავის ოფისში, ზოგმა – აეროპორტში და ზოგმა – საახალწლოდ. ისინი პირდაპირ აანონსებენ, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ, რაც ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას უდრის, ასევე, მეორე ფრონტს გახსნიან, რაც ქვეყნისა და ეკონომიკის დაქცევაა. რაც მთავარია, იმით იმუქრებიან, რომ საჯარო მოხელეებს გაასამართლებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილი.