„ხაზარაძე არის ზუსტად იგივე როლის შემსრულებელი, რასაც დაშლილი ნაცმოძრაობა ასრულებს,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, როცა გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის გაძევებას აპირებს.
„ხაზარაძემ ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა - თქვა თავის სუბიექტური მიზანი. საზოგადოებას უთხრა - მომიშვით ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი გავაძევო საქართველოდან და ამით, პრაქტიკულად, რეპრესიები დააანონსა.
რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თეორიული შანსიც არ არის, მაგრამ როდესაც გაქვს პრეტენზია და ამბიცია პოლიტიკოსის და გინდა ოპოზიციაში მაინც მოხვიდე, ბუნებრივად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის ნარატივზე დაჯდე და ისე მოიგო არჩევნები.
ხაზარაძე არის ზუსტად იგივე როლის შემსრულებელი, რასაც დაშლილი ნაცმოძრაობა ასრულებს და ეს ახლა, ამ განცხადებით გაიგო საზოგადოებამ. გავიხსენოთ სააკაშვილის რიტორიკა, რომ ის არის პუტინის პატიმარი, ივანიშვილის პატიმარი, რომ ივანიშვილი მოსკოვში უნდა წავიდეს და ა.შ. ხაზარაძე ზუსტად დაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივზე და ამ დროს, ვითომ ემიჯნება მას,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.