"ძალიან გამიხარდება თუ სალომე ზურაბიშვილის ლგბტ ქოლგის ქვეშ გაერთიანდება ეს ოპოზიცია, რომელიც თავს საქართველოს მომავალს უწოდებს. მშვენიერი სანახავი იქნება". - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
"დაახლოებით 5-6 წლის წინ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ჩვენი ლიდერები იყვნენ ბილბორდებზე, რომ როგორმე ზურაბიშვილი გაგვეყვანა და ახლა ვის ჩამოკიდებენ ამ ბილბორდებზე მის ნაცვლად, ეს არის საინტერესო. ამათ პოლიტიკურ აჯაფსანდალს სერიის სანახავად თუ უყურებ." - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.