კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„Mr. ბლინკენ, ოკუპანტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა სამშობლოს ღალატია!
ყველაზე სამარცხვინო და მძიმე დანაშაული!
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქე ფარცხალაძე საჯაროდ ამხილა ФСБ-თან კავშირში. ველოდებით თქვენგან
დადასტურებულ ბრალდებას, თუ არა, მაშინ ეს არის ცილისწამება, დასჯადი კანონით!“, - წერს გოგა ხაინდრავა.
— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) September 16, 2023