სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ გამოკეტავ და იზოლაციაში ამყოფებ, ეს წამებაა თავისთავად, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პრობლემა არის ის, რომ წელიწადი და 9 თვეა თითქმის ეს ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული და ამ ხნის განმავლობაში დღეში ორჯერ ვნახულობ და ვხედავ. მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა თითქოს ყველაფერი კეთდება ამისთვის. ეს არის წამება, თავისთავად. სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ გამოკეტავ და იზოლაციაში ამყოფებ, ეს წამებაა თავისთავად. ასე რომ არავითარი იმედი იმისა, ეს ადამიანი ოდესმე მორჩება, არ არის, პირიქით, ყველანაირი ნიშანი ჩანს, რომ ეს ადამიანი აქ უნდა მოკლან",- განაცხადა გიული ალასანიამ.