ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ 2008 წელს თავისი ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა. აი ეს არის როგორც გამოირკვა მისი დანაშაული, მეტი არაფერი დანაშაული მე არ მაგონდება. ამ ქვეყნად სამართალთან დაკავშირებით, არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს“- აღნიშნა გიული ალასანიამ.