ვაშაძის თქმით, იმ უწყვეტ პროტესტს, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, სრული მხარდაჭერა აქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

„დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ. ასე რომ, გავაგრძელოთ პროტესტი, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო. მომავალ კვირაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას. რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება და ქართველი ხალხი იზეიმებს დიდ გამარჯვებას. როგორც კი მოვიშორებთ არეულობის მომტან ივანიშვილს, ჩაინიშნებაახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები.